thumbrake
ონლაინ მაღაზიარეკლამავიდეო რეკლამანამუშევრებიუფასო გეგმა
კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის 25 ნოემბერი

ეს პოლიტიკა ეხება thumbrake.ge-ს და Thumbrake-ის Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებს. აქ აღწერილია, რა ინფორმაციას ვაგროვებთ, რატომ და როგორ ვიყენებთ.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ

  • შენ მიერ მოწოდებული მონაცემები — სახელი, ტელეფონი ან მეილი, ბიზნესის სახელი და პასუხები, როცა ავსებ ფორმას ან გეგმის კითხვარს, ან გვწერ WhatsApp-ზე, Telegram-ზე, Messenger-ზე ან Instagram-ზე.
  • ტექნიკური მონაცემები — გვერდის ნახვები, მოწყობილობის ტიპი, ქვეყანა და ღილაკებზე დაჭერა, რომელსაც Google Analytics, Google Tag Manager და Meta Pixel აგროვებს ქუქი-ფაილებით.

რისთვის ვიყენებთ

  • დაგიკავშირდეთ და მოგიმზადოთ შეთავაზება;
  • გავაუმჯობესოთ საიტი და გავზომოთ, რომელი რეკლამა მუშაობს;
  • გაჩვენოთ ჩვენი რეკლამა Facebook-სა და Instagram-ზე.

შენს მონაცემებს არ ვყიდით და მესამე პირებს არ გადავცემთ, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებისა (Google, Meta, Cloudflare), რომლებიც მათ ჩვენი სახელით ამუშავებენ.

რამდენ ხანს ვინახავთ

საკონტაქტო მონაცემებს ვინახავთ მანამ, სანამ ჩვენთან თანამშრომლობა გრძელდება ან სანამ მათ წაშლას არ მოითხოვ, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა.

შენი უფლებები

ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა. ქუქი-ფაილების გამორთვა ბრაუზერის პარამეტრებშია შესაძლებელი.

კონტაქტი

კითხვებისა და მონაცემების წაშლის მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდი: +995 557 07 73 73 · WhatsApp. მოთხოვნას 30 დღის განმავლობაში ვპასუხობთ.

thumbrake

გააჩერე სქროლი. დაიწყე გაყიდვა.
ონლაინ მაღაზიები, ვიდეო რეკლამა და Meta / Google კამპანიები ქართული ბიზნესისთვის.

ონლაინ მაღაზიაWhatsAppრეკლამა+995 557 07 73 73ვიდეო რეკლამაFacebookნამუშევრებიInstagramუფასო გეგმა
© 2026 Thumbrake · თბილისიკონფიდენციალურობა