გააჩერე სქროლი.
დაიწყე გაყიდვა.
ვაწყობთ ონლაინ მაღაზიებს, ვქმნით ვიდეო რეკლამას, რომელიც სქროლს აჩერებს, და ვმართავთ Meta და Google კამპანიებს — ერთი მიზნით: გაყიდვა.
- ონლაინ მაღაზია ბარათით გადახდით — 14 დღეში
- ვიდეო რეკლამა ქართული გახმოვანებით
- რეკლამა და ტრეკინგი, რომელიც აჩვენებს, რა ყიდის
25+ ბრენდის გამოცდილება — ბანკიდან ონლაინ მაღაზიამდე.


















სამი რამ, რაც გაყიდვას იწყებს
შეგიძლია აირჩიო ერთი — ან ავაწყოთ ყველაფერი ერთად, ერთ გუნდში.
ონლაინ მაღაზია
მაღაზია, რომელიც პირველივე დღიდან ყიდის და მზადაა რეკლამისთვის.
- ბარათით გადახდა და მიწოდება
- მობილურზე მორგებული
- SEO, GA4 და Meta Pixel
ვიდეო რეკლამა
მოკლე ვიდეოები, რომლებიც პირველ 3 წამში აჩერებს სქროლს.
- სცენარი და ჰუკი
- ქართული გახმოვანება და ანიმაცია
- Reels, Stories, TikTok
Meta და Google რეკლამა
კამპანიები, რომლებიც კლიენტს მოიყვანს და არა მხოლოდ ლაიქს.
- ტრეკინგი და კონვერსიები
- ყოველკვირეული ოპტიმიზაცია
- გასაგები თვიური რეპორტი
ციფრები და არა დაპირებები
ჩვენი გუნდის კამპანიებისა და პროექტების შედეგები.
მაღაზიები, რომლებიც უკვე ყიდის


casio.ge ↗
საათების მაღაზია — აწყობიდან მართვამდე: კატალოგი, გადახდები, SEO და რეკლამა. 53K ორგანული კლიკი წელიწადში.


Den Höggen ↗
ერთი ბრენდი, ორი ბაზარი — Shopify მაღაზიები საქართველოსა და სომხეთისთვის, ონლაინ გადახდით.


carroten.ge ↗
კოსმეტიკის ბრენდი — დიზაინი, ვიზუალები და მაღაზია ონლაინ გადახდით.


mywatch.ge ↗
Shopify მაღაზია — SEO-თი, რეკლამითა და ტრეკინგით პირველივე დღიდან.
ზარიდან შედეგამდე 4 ნაბიჯი
უფასო ზარი
15 წუთი: რას ყიდი, ვის და რა გიშლის ხელს.
გეგმა და ფასი
მკაფიო გეგმა, ფიქსირებული ფასი და ვადა 24 საათში.
აწყობა
საიტი, ვიდეოები, ტრეკინგი და კამპანიები — პროცესს თან ადევნებ თვალს.
გაშვება და ზრდა
ყოველკვირეული ოპტიმიზაცია და რეპორტი: რა გაიყიდა და რას ვაკეთებთ შემდეგ.
არ იცი, რა გჭირდება პირველ რიგში?
უპასუხე 5 კითხვას — მიიღებ გეგმას: რით დავიწყოთ, რა თანმიმდევრობით და რა ფასად.
მოგვიყევი შენს ბიზნესზე — დღესვე გიპასუხებთ.
ან პირდაპირ მოგვწერე — როგორც გირჩევნია.
WhatsApp · +995 557 07 73 73
ჩვეულებრივ რამდენიმე წუთში გპასუხობთ.
არ იცი, საიდან დაიწყო? →
უპასუხე 5 მოკლე კითხვას და მიიღე პერსონალური გეგმა ფასებით.
ხშირი კითხვები
ვინ ხართ?
Thumbrake ციფრული მარკეტინგის სტუდიაა თბილისში. 5+ წლის გამოცდილება გვაქვს რეკლამაში, საიტების აწყობასა და ანალიტიკაში — ბანკებიდან და დეველოპერებიდან ონლაინ მაღაზიებამდე.
შეიძლება მხოლოდ ერთი მომსახურება ავიღო?
კი. შეგიძლია მხოლოდ მაღაზია, მხოლოდ ვიდეო ან მხოლოდ რეკლამა აიღო. ერთად კი ყველაზე კარგად მუშაობს — საიტი, ვიდეო და რეკლამა ერთი მიზნისთვისაა აწყობილი.
ანგარიშები და საიტი ვისი იქნება?
შენი. დომენი, მაღაზია, სარეკლამო ანგარიშები და მონაცემები შენს სახელზეა — ჩვენ შენ მიერ მიცემული წვდომით ვმუშაობთ.
გრძელვადიანი კონტრაქტია?
არა. რეკლამის მართვა თვიდან თვემდეა — თუ არ გაწყობს, შეგიძლია შეწყვიტო.